საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორის ოთარ შარიქაძის შეფასებით, ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიები სექტორის აღდგენის შემდგომ, შეიძლება ხარისხიანი კადრების კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.
“ტურიზმის სექტორი შეიძლება ხარისხიანი კადრების კრიზისის წინაშეც აღმოჩნდეს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასტუმრომ დახარჯა რესურსები, რათა გაეზარდა კადრები და მოეზიდა და შეეკრა გუნდი, რომელიც იზიდავს ტურისტებს, დღეს უკვე მთელი წელია გაჩერებულია ინდუსტრია. უკევ ეს კარგი კადრები სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ გადავიდნენ სხვა ინდუსტრიაში, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ ფული, რომ თავი შეინახონ, შესაბამისად თუ გავა წელი და ტურიზმი არ აღდგება, მაშინ კადრების ნაკლებობის წინაშე შეიძლება დავდგეთ.
ამიტომ ერთია ის, რომ ამ კომპანიებს დავეხმაროთ დღევანდელი ვალდებულებების დაფარვაში და გადავადებაში, მაგრამ უნდა შევხედოთ კადრების მხრივაც, ხვალ, რომ მოვა ტურისტი მას ვინ დახვდება სასტუმროში,”- განაცხადა “საქმიან დილაში” ოთარ შარიქაძემ.
გასული თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა მხოლოდ $15.6 მილიონი დოლარი დახარჯეს, ეს 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 95%-ით ნაკლებია - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
მხოლოდ ბოლო ორი თვის - აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან წლიურ ჭრლში $700 მილიონი დოლარით არის შემცირებული. უფრო დეტალურად - სექტემბერში ტურიზმის შემოსავლების კლებამ 303 მილიონი დოლარი, აგვისტოში კი 397 მილიონი დოლარი შეადგინა.
2019 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის - 9.36 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი მიიღო, რომელთაგან 5 მილიონი ვიზიტი ტურისტული ხასიათის იყო. ამ ტურისტებმა ქვეყანაში $3 მილიარდზე მეტი დახარჯეს.
გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი სულ 50,499-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 94%-ით ნაკლებია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის