07.მაისი .2020 14:29

ტურიზმის სექტორი წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, საშემოსავლოს კი 9 თვით გადაუვადებენ

views 554
უკან

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს კი, საშემოსავლო გადასახადები 9 თვით, წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. 

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ, ასევე, განაცხადა, რომ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მლნ ლარია, სესხის პროცენტის 80%-ს დაუსუბსიდირებს.

„ტურიზმის სექტორი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადები 9 თვით, წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. აქ ვერ დავპირდებით საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა იქ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვეძლება და ეტაპობრივად ვისაუბრებთ სქემებზე.

სასტუმროებს იცით, რომ 50 ნომრამდე სესხის პროცენტის სუბსიდირება გავუკეთეთ და რამდენიმე ათასმა ამ შეღავათით ისარგებლა. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას, ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა არის 20 მლნ ლარამდე, 5 მლნ-ის სესხის პროცენტის 80%-ს, რაც მნიშვნელოვანი იქნება დარგის განვითარებისთვის“,  - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.