06.მარტი .2020 23:00

ტურიზმის სექტორმა სახელმწიფოს გადასახადების 6 თვით გადავადება სთხოვა - "ინნ ჯგუფი"

views 422
უკან

ტურიზმის სექტორმა სახელმწიფოს საბიუჯეტო გადასახადების 6 თვით გადავადება სთხოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე კოკაიამ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, კერძო სექტორი არ ითხოვს გადასახადების გაუქმებას, არამედ ისინი კრიტიკულ პერიოდში მხარდაჭერას ამ გადასახადების გადავადებით სთხოვენ.

"ამ ეტაპზე კერძო სექტორმა ჩვენი მოთხოვნები წარვუდგინეთ ეკონომიკის მინისტრს, თუ რით შეგვიძლია გავუმკლავდეთ დამდგარ პრობლემას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დაგვთანხმდებიან და ყველა მოთხოვნაზე წამოვლენ.

მივიღეთ პირობა, რომ ამაზე დაიწყება მუშაობა. გვქონდა დაახლოებით რამდენიმე რჩევა - ეს ეხებოდა საშემოსავლო გადასახადებისა და ქონების გადასახადის გადავადებას, არა გაუქმებას ან თავიდან აცილებას, 6 თვის ვადით, კონკრეტულად აგვისტო-სექტემბრისთვის, როდესაც მოლოდინები ბევრად უფრო დადებითი გვაქვს ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.

ერთადერთი დაპირება, რაც მივიღეთ არის ის, რომ ამაზე იმსჯელებენ და უახლოეს პერიოდში გაგვაგებინებენ რა გადაწყდება. ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს გადასაწყვეტი საკითხი", - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა