15.მაისი .2021 21:00

„ტურიზმის სექტორში ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა იყოს“ - Galt&Taggart-ი

„ტურიზმის სექტორში ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა იყოს“ - Galt&Taggart-ი
views 276
უკან

Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი, კახა სამყურაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა შეიძლება ტურიზმის სექტორისთვის გაკეთდეს, არის ინფორმაციული სრულყოფილება.

როგორც მან bm.ge-ს უთხრა, სექტორში არ უნდა არსებობდეს ინფორმაცული ვაკუუმი და უნდა იყოს სიცხადე იმის შესახებ, თუ რა იქნება ივნისში, ივლისსა და აგვისტოში.

როგორც სამყურაშვილი განმარტავს, იგულისხმება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, როდის გაიხსნება სახმელეთო საზღვრები და ა.შ.

"ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, რა თქმა უნდა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ანუ მაგალითად, რა რიცხვებზე უნდა ვიყოთ, რა დადებითობის მაჩვენებელი უნდა გვქონდეს, რომ ღია ვიყოთ და ა.შ. როცა ეს სიცხადე იქნება, მერე უკვე სექტორი თვითონ დაიწყებს გადაწყვეტილებების მიღებას, როდის გაააქტიუროს მარკეტინგული კამპანია, როდის გაააქტიუროს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, ტურისტულ კომპანიებთან და ა.შ.", - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

მისი თქმით, სექტორისთვის ძალიან რთულია ისაუბროს პარტნიორთან, როცა ისიც კი არ იცის, რა მდგომარეობა იქნება ერთ თვეში, ან რა მოხდება, თუკი ზაფხულში ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს.

კახა სამყურაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დასავლური ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.

"უკვე იმდენი დრო გავიდა, იმდენი გაკვეთილი მივიღეთ, ძალიან ბევრი პრაქტიკაა უკვე დასავლურ ქვეყნებში და ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიის და სხვათა მაგალითები, თუ როგორ პროტოკოლს იყენებენ სიტუაციის სამართავად, მარტო ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, ვინც მნიშვნელოვნადაა ტურიზმზე დამოკიდებული. უნდა შევისწავლოთ როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები პროტოკოლის თვალსაზრისით.

თუ ინფიცირებული ტურისტი შემოვიდა, არის თუ არა ცალკე გამოყოფილი საკარანტინე სასტუმროები, სადაც ისინი ინფიცირების პერიოდს ცალკე გაივლიან? ან თუ ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, რა ხდება ამ შემთხვევაში, სად ვმკურნალობთ? რა სიხშირით იქნება PCR-ტესტი სავალდებულო, რათა მარტივად მოახერხოს ტურისტმა მისი აღება და ა.შ. ეს საკითხები აუცილებლად წამოიჭრება და ქვეყანას უნდა ჰქონდეს კარგად გაწერილი ეს წესები, თორემ უცებ ასობით ტურისტი თუ დაინფიცირდა ჩვენს ქვეყანაში, მისი მართვა გაჭირდება, ამიტომ ყველაფერი პროტოკოლით უნდა იყოს გაწერილი", - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა