მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორში კრიზისის დაძლევის ხედვა - 13 ასოციაციის მოთხოვნები სახელმწიფოს

5eaad2f74eb99
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.20 17:54
6689
ტურიზმის სექტორში მოქმედი სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და გუშინ ეკონომიკის მინისტრს, კორონავირუსის გავრცელების შედეგად ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა და პროგნოზები გააცნეს, ასევე, განვითარების მოკლე და გრძელვადიანი ერთობლივი ხედვა წარუდგინეს.

როგორც BM.GE-ის საქართველოს გასტრონომიის ასიოციიის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა განუცხადა, ტურიზმის სფეროს პროფესიულმა ასოციაციებმა არსებული მდგომარეობიდან გამოსავალის ძიებისას ძალები გააერთიანეს და დარგის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშავეს.

“2019 წელს ტურიზმის წილი მომხმარებლის შიდა პროდუქტში იყო ჯამში 3,5 მილიარდზე მეტი ლარი, საიდანაც მილიარდ სამას მილიონს აჭარბებდა განთავსების სფერო, 758 მილიონი ლარი იყო კვებისა და სასმელების სფერო, ხოლო ტუროპერატორებისა და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები აღწევდა 141 მილიონ ლარს. ყველანი ვთანხმდებით, რომ ტურიზმის არცერთი მიმართულება არ შეიძლება იყოს უგულებელყოფილი, გასათვალისწინებელია რა მისი შემოსავლისუნარიანობა საქართველოს ეკონომიკაში“, - ნათქვამია ტურიზმის სფეროს პროფესიულმა ასოციაციების მიერ გავრცელებულ სტრატეგიაში.

როგორც ტურიზმის წარმომაგენლების მიერ გავრცელებულ ანტიკრიზისულ სტრატეგიაშია ნათქვამი უნდა მოხდეს სწორი აქცენტების გაკეთება სტუმარმასპინძლობის სფეროს ყველა მიმართულებით, გათვალისწინებულ უნდა იქნას სხვადასხვა რეგიონის ეკონომიკურ-სოციალური მახასიათებლები და შემუშავებულ უნდა იყოს უსაფრთხოების სტანდარტები, რომლის პირობებშიც მოხდება მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული ქმედებების განხორციელება.

იმისთვის, რომ სექტორის წარმომადგენლებმა შეძლონ პოსტპანდემიურ პერიოდში ამოქმედება და ფუნქციონირება, მათ სახელმწიფოს მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

ტურიზმის სექტორის ძირითადი მოთხოვნებია:

- 12 თვის განმავლობაში საშემოსავლოს და ქონების გადასახადის შეჩერება ტურიზმის დარგის კომპანიებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებისთვის ცნობილი და აღქმულია არსებული ვითარება და მნიშვნელონად მიგვაჩნიათ ბიზნეს ოპერატორების მდგრადი განვითარება მიგავჩნია გამოცხადდეს დროებითი მორატორიუმი 2019 წლის მოგების და მიმდინარე საშემოსავლო გადასახადებზე, გასული წლის. ვისაც უკვე გადახდილი აქვს გადასახადები, დარჩეს ავანსად სხვა გადასახადების დასაფარად.
- კომუნალური მომსახურების ტარიფები ტურიზმში ჩართული მცირე ობიეტებისთვის, განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროებისთვის, მცირე მარნებისთვის, რესტორნებისთვის სადაც სეზონური ფუნქციონირება ხდება, გაუტოლდეს ფიზიკურ პირის ტარიფებს (ელ-ენერგია, გაზი, წყალი).
- მორატორიუმის დაწესება საპენსიო შენატანის 12 თვით შეჩერებაზე.
- მეწარმე სუბიექტის მიერ ადგილობრივ სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვებისთვის დღგ-ს გადახდის ვალდებულების გაუქმება. სოფლის მეურნებობის პროდუქციის გლეხებისგან შეძენის დროს დღგ-ს გადასახადის ნაწილში საგადასახადო მექანიზმის შემუშავება, რომელიც მეწარმე სუბიექტს მისცემს საშუალებას დაარეგულიროს დღგ-ს ფასნამატი შექმნილ პროდუქციაზე. ხელზე შეძენილ პროდუქციაზე დაკისრებულ დღგ-ს დაბრუნებას მეწარმე ვეღარ ახერხებს წლის ბოლოს.
- მცირე და საშუალო ბიზნესის დღგ-ს დასაბეგრი ზღვრის აწევა 500 000 ლარამდე.

საფინანსო ინსტიტუტებთან და მეიჯარეებთან ვალდებულებების შემსუბუქების სუბსიდირება/მხარდაჭერა:

- გადავადების შედეგად ბანკის გაძვირებული პროცენტის სუბსიდირება და გადავადების პერიოდის გახანგრძლივება კიდევ 6 თვით, ხოლო შემდეგი 6 თვე დადგენილი მინიმუმიდან მზარდი ოდენობით პრე კოვიდ ნიშნულზე ასვლა;
- სასტუმროების, საოჯახო მარნების, ტურისტული კომპანიები და რესტონრებისთვის დაბალ პროცენტიანი სესხი (2%-3%-ის ფარგლებში);
- იჯარის სუბსიდირება 30%-ის ფარგლებში, იჯარის 5000 ლარის ზღვარის ფარგლებში;
- საგადასახადო დარიცხული ვალდებულების დარიცხულ გადასახადის გადავადება მეიჯარისთვის;
- სახელმწიფოს მხრიდან სუბვენციური დაფინანსება - საერთო წლიური ბრუნვის 15% ის მოცულობის ოდენობით საოპერაციო ხარჯებისთვის. სახელმწიფო ორგანოები დაფიქსირდნენ მეორე რიგის იპოთეკარებად , იმ ორგანიზაციებში, რომელთაც აღებული აქვთ სესხები და განსაზღვრულია მათი ქონების ლიკვიდური ფასი და დადგეილი აქვთ საკრედიტო ხაზის მოცულობა. აღნიშნული გაამრტივებს უზრუნველყოფის პროცედურას და განსზაღვრავს იურიდიული პირების ლიკვიდურობის დადგენის პროცედურას.
- ხოლო იმ კომპანიებისთვის, რომელაც საბანკო ისტორია არ აქვს, კომპანიის ბრუნვის 15%-ის კრედიტების სახით გაცემა კომპანიების საოპერაციო ხარჯებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სტუმარ-მასპინძლობის ანტიკრიზისული სტრატეგიის შექმნაზე მუშაობდნენ: საქართველოს გასტრონომის ასოციაცია; ეკო ტურიზმის ასოციაცია; სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია; საქართველოს გიდების ასოციაცია; საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია; საქართველოს გასტრონომი; ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია; საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; ტურიზმის ინსტიტუტი; საქართველოს ტურიზმის ნეთვორქი; საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაცია; საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია.