მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სფეროში "აღურიცხავი ეკონომიკის" წილი 9%-ის ნაცვლად 54% აღმოჩნდა - საქსტატი

5dcea4c5db352
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.19 18:20
2880
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნული ანგარიშების დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე - SNA 2008-ზე გადავიდა. ცვლილების შედეგად განახლებული შეფასების მიხედვით, 2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა არა 41.1 მილიარდი ლარი, არამედ 8.6%-ით მეტი, 44.6 მილიარდი ლარი იყო. 

განახლებულ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე გადაცემა “ანალიტიკას” ჩაერთო. თოდრაძის თქმით, SNA 2008-ზე გადასვლისთვის საქსტატმა სექტორების მიხედვით ჩაატარა დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასება, საიდანაც გაირკვა, რომ განთავსებისა და საკვების მიწოდების (სარესტორნო) სფეროებში დაუკვირვებელი/აღურიცხავი ეკონომიკა არა 9%, არამედ 54%-ია.

გოგიტა თოდრაძე “ანალიტიკაში” 



“ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების 2019 წლის დღის წესრიგი ითვალისწინებს. აღნიშნული სტანდარტის დანერგვის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნაში მთლიანი შიდა პროდუქტის დონე გაიზარდა. მათ შორის, საქართველოში როგორც უკვე აღნიშნეთ, 8.6%-ით გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მიმდინარე ფასებში და 41.1 მილიარდის ნაცვლად, გვაქვს სახეზე 44.6 მილიარდიანი მაჩვენებელი. ამან გამოიწვია ზრდა ერთ სულ მოსახლეზეც. დაახლოებით 376 დოლარით არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე, შესაბამისად, 4,722 დოლარამდე არის გაზრდილი ეს მაჩვენებელი. 

ფურცელზე არის ზუსტად ის, რაც ხდება რეალობაში. აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვა ითვალისწინებდა ახალ სტანდარტზე გადასვლას, მეთოდლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩვენი მიზანი მხოლოდ რეალურ ვითარებასთან დაახლოება იყო არსებული სიტუაციით. 

მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებამ მშპ-ის 8.6%-იან ზრდაში, 3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. დაუკვირვებადი ეკონომიკის ყველაზე დიდი ნაწილი გამოვლინდა სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით. აქამდე გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ იყო 9%, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი არის 54%. ეს ცხადია ასახულია ახალ ეროვნულ ანგარიშებში,”- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.