მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმმა 9-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა - ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის

5e09d2aadb67d
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.19 14:37
6091

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსული ავიასანქციების მიუხედავად, საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია. ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანი, მეორე ადგილზე კი რუსეთის ფედერაციაა. 

15 ქვეყანა, საიდანაც 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

  1. აზერბაიჯანი - 1,509,662 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.1%;
  2. რუსეთი - 1,463,040 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4.7%;
  3. სომხეთი - 1,349,279 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.5%;
  4. თურქეთი - 1,146,883 ვიზიტორი, ზრდა წინა წელათან 5.3%;
  5. უკრაინა - 206,594 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 17.3%;
  6. ისრაელი - 203,299 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30.1%;
  7. ირანი - 140,496 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -51.5%;
  8. ყაზახეთი - 102,803 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 75.3%;
  9. გერმანია - 88,791 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 38.2%;
  10. პოლონეთი - 87,902 ვიზტორი, ზრდა წინა წელთან 31.7%;
  11. საუდის არაბეთი - 75,042 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 45.1%;
  12. ბელარუსი - 65,993 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.9%;
  13. ინდოეთი - 53,610 ვიზიტორი, ზრდა წინა წელან 7.2%;
  14. ჩინეთი - 47,537 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 50.5%;
  15. ა.შ.შ. - 46,267 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11.2%.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის 2019 წლის შედეგები წარადგინა. მარიამ ქვრივიშვილის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში. 

2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051,424,548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარია.