07.მაისი .2020 17:14

ტურიზმს 10 მლრდ შემოჰქონდა და 200 მილიონით ეხმარებიან - ასათაშვილი მთავრობის გეგმაზე

views 753
უკან

კომპანია "გუდაური ჰელისკის" დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი მთავრობის ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს. ის საზღვრების გახსნისა და სექტორის ამუშავების მიმართ პესიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ მთავრობა ბიზნესს, რომელსაც ქვეყანაში თითქმის 10 მლნ ლარი შემოჰქონდა, 200 მილიონიან ბუნდოვან პაკეტს სთავაზობს. 

"ტურიზმს ყოველწლიურად 3,3 მილიარდი დოლარი შემოქონდა საქართველში და მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში 11% იყო. დღეს ტურიზმი ყველა მიმართულებით გაჩერებულია. ივლისიდან საზღვრები უნდა გაიხსნას. სახელმწიფო 200 მილიონ ლარიან პაკეტს ამზადებს სექტორის დასახმარებლად, მათ შორის ქონების გადასახადს შეაჩერებს და საშემოსავლოს გადაავადებს (არ გააუქმებს). საბანკო ვალდებულების პროცენტს დაასუფსიდირებს და ა.შ. მოკლედ იმ 200 მილიონიან პაკეტში იტრიალებს.

ანუ დარგს 3,3 მილიარდი დოლარი შემოჰქონდა, დაახლოებით 10 მილიარდი ლარი, სრულიად გაჩერდა და 200 მილიონიანი პაკეტით ეხმარებიან.
მე არ მგონია, რომ ივლისიდან ტურიზმი ამუშავდება, არც ის მგონია, რომ კომპანიები წლის ბოლომდე საბანკო ვალდებულებებს გაწვდებიან, არც ის მგონია, რომ გაჩერებული კომანიებიდან ვინმე ხელფასების გაცემას დაიწყებს და იმ გადავადებული საშემოსავლო შეღავათით ისარგებლებს (გადავადებულის, რომელიც 2021-ში უნდა გადაიხადონ), და არც ის მგონია, ვინმე გამოფენაზე წავიდეს ბიზნესის გასარეკლამებლად.

მოკლედ ამჯერად მე პესიმისტი ვარ. თუ დაფიქრდები, რომ ქვეყნის მენეჯმენტი 10 მილიარდი ლარიდან შემოსავლებს კრეფდა, შეგროვებულ ბიუჯეტის ფულს ათას სისულელეში ხარჯავდა, საკუთარ ბიუროკრატიას აფინანსებდა, ახლა კრიტიკულ პერიოდში ბიუროკრატიის დაფინანსებას არ ამცირებს, გადასახადებისგან კრიზისის პერიოდშიც კი არ გათავისუფლებს და 200 მილიონიან ბუნდოვან პაკეტს გთავაზობს, რომლის ადმინისტრირებასაც თვოთონ განკარგავს"-წერს სოციალურ ქსელში ასათაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა