მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან კრედიტებზე მოთხოვნა გაზრდილია - არჩილ გაჩეჩილაძე

628e646229156
მარიამ ადამია
26.05.22 10:43
832
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან კრედიტებზე მოთხოვნა გაზრდილია.

ამის შესახებ მან BMG-ის დაკრედიტების არსებული ტემპის შეფასებისას განუცხადა.

“დაკრედიტების ზრდა კარგია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, თუმცა შედარებით შემცირებულია მოთხოვნა მსხვილი კორპორაციული კლიენტებისგან და ასევე იპოთეკურ სესხებზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

შესაბამისად, "საქართევლოს ბანკი" და საერთოდ, საბანკო სისტემა პასუხობს მოთხოვნებს, რომელიც არის ეკონომიკაში,” - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

პირველად ისტორიაში, საბანკო სესხების ნახევარზე მეტი უკვე ლარშია ნომინირებული