მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება ლარის კურსი 2023 წელს? - ლაშა ქავთარაძის პროგნოზი

63ab390de2fae
ალა ისპირიანი
27.12.22 23:55
4008
Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის მოსაზრებით, 2023 წელს ლარის დიდი რყევა მოსალოდნელი არ არის. მან გადაცემა „საქმიან დილაში“ იმ ძირითად ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ეროვნულ ვალუტაზე გავლენას იქონიებს.

„2023 წელს ვფიქრობთ, ტურიზმის გამოცოცხლება უნდა გაგრძელდეს და 2022 წელთან შედარებით მომავალ წელს შემოსავლები დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება სხვა საგარეო შემოდინებებს, როგორიცაა ფულადი გზავნილები, აქ გარკვეულ კორექციას ველოდებით. ვფიქრობთ, ის გადმორიცხვები, რაც მიმდინარე წელს იყო შესაძლოა ერთჯერად ქმედებებს უკავშირდებოდეს, ამიტომ ამ კუთხით შენელებას, ველოდებით.

სწორედ, საგარეო კუთხით ფულადი გზავნილების შენელება ლარის კურსისთვის მომავალ წელს გამოწვევა იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად ვფიქრობთ, ლარის დიდი რყევა, როგორც წინა პერიოდებში იყო მომავალ წელს მოსალოდნელი არ არის. აქ გადამწყვეტი სიტყვა და როლი ტურიზმს ექნება, რადგან თუ ტურიზმის შემოსავლები 2023 წელს კარგი იყო ეს ლარის კურსზე დადებითად აისახება", - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7009 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.88 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8800 ლარი გახდა. 0.52-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2576 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.44 თეთრი შეადგინა.