მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა მოსახლეობის 30%-მდეა აცრილი, 2022 წელს ეკონომიკის 6%-იანი ზრდა საეჭვოა - ანალიტიკოსი

617ab84e20bfd
მარიამ ვარადაშვილი
28.10.21 21:53
726
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 6%-ით გაიზარდოს, რისი მოლოდინიც მთავრობას აქვს.

ამის მიზეზად ნამჩავაძე ვაქცინაციის დაბალ დონეს ასახელებს. მზარდი ინფიცირების ფონზე კი არ გამორიცხავს, რომ მთავრობას შეზღუდვების დაწესება მოუწიოს, რაც ეკონომიკურ აქტივობას შეაფერხებს.

“6%-იანი ზრდა, ზოგადად, არ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პანდემია არ სრულდება და აცრილია მთლიანი მოსახლეობის 30%-მდე, ძალიან საეჭვო ხდება 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. თუ იმ მიმართულებით წავალთ, რომ ეკონომიკური შეზღუდვები საერთოდ არ იქნება, მაშინ შეიძლება მიიღწეს, მაგრამ ვირუსის მაღალი გავრცელების შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იქნება. მივაღწევთ თუ არა მომავალ წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვაქცინაციის დონეზეა დამოკიდებული. წელს მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ წინა წელს ვარდნა იყო. შესაბამისად, თამასა ქვემოთ იყო დაწეული, თუმცა როცა წელს ზრდაა, მომავალ წელს კიდევ ეკონომიკის ზრდა უფრო რთული მისაღწევია,”-აცხადებს ნამჩავაძე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში შეტანილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის თანახმად, 2022 წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, წელს კი - 9.5%-ით.