22.დეკემბერი .2020 14:20

თურქული ბანკების მიერ დე ფაქტო აფხაზეთის „აპრას“ ბარათების მომსახურებაზე თურნავას ინფორმაცია ჯერ არ აქვს

თურქული ბანკების მიერ დე ფაქტო აფხაზეთის „აპრას“ ბარათების მომსახურებაზე თურნავას ინფორმაცია ჯერ არ აქვს
views 545
უკან

„მე ეს ინფორმაცია არ მაქვს“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა და მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც თურქული Is Bank-ისა და Ziraat Bank-ის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის "აპრას" World ბარათების მომსახურების დაწყებას შეეხებოდა.

„შევისწავლით ამ ინფორმაციას და ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ თვითაღიარებული აფხაზეთის ეროვნულმა საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა ”აპრა”-ს საგადახდო ბარათების გეოგრაფიული არეალის გაფართოების და საგადახდო ბარათების ეროვნულ სისტემასთან თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში სისტემათშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა