მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემთვის ბიზნესის რეკომენდაციების მოსმენა მნიშვნელოვანია“ - მინისტრი ბიზნესასოციაციებს პასუხობს

60816c93c9ac9
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.21 17:56
569
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 12 ბიზნესასოციაციის მიმართვას ეხმაურება და მზადაა, კრიზისიდან გამოსვლის მათეული ხედვა მოისმინოს. როგორც მინისტრმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, საჯარო და კერძო სექტორმა ერთმანეთს მდგომარეობიდან გამოსვლის ხედვები უნდა გააცნონ.

„დაველოდები ასოციაციებთან შეხვედრას. ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი რეკომენდაციების მოსმენა. ვიმსჯელოთ, რა არის მათი რეკომენდაცია და რა არის ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით, რომ მათაც დავანახოთ არსებული რისკები, რომლებსაც შეიძლება, ისინი ვერ ხედავდნენ ან შეიძლება ჩვენ ვერ ვხედავდეთ იმ გამოსავლის გზებს, რომლებიც ბიზნესსექტორიდან შეიძლება უკეთესად ჩანდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 12-მა ბიზნესასოციაციამ პრემიერს შეხვედრის თხოვნით მიმართა და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიანი ინიციატივა წარუდგინა. მათი მოთხოვნით, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, კომენდანტის საათი უნდა მოიხსნას.