მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტში ტვირთბრუნვა შემცირებას განაგრძობს

616aa1eb8f79b
დავით ჯალაღონია
16.10.21 14:20
1188
ფოთის პორტში მიმდინრე წელს ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია მოცემული.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს პორტებში განხორციელებული ტვირთბრუნვის მოცულობა ასეთია:

ფოთის პორტი – 4.6 მლნ ტონა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%;

სუფსის საზღვაო ტერმინალი – 2.9 მლნ ტონა; მატება 7.4%;

ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 2.4 მლნ ტონა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამავე მოცულობის ტვირთბრუნვა დაფიქსირდა;

ყულევის ტერმინალი - 1.2 მლნ ტონა. ამ შემთხვევაშიც მონაცემები უცვლელია.

შედეგად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ჯამური მოცულობა შემცირებულია 2.6%–ით და 11.1 მილიონ ტონას შეადგენს.

მთლიანი ტვირთების მოცულობის შემცირებასთან ერთად, ნავსადგურების მიერ გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც შემცირდა. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ტერმინალებმა სულ 270,930 კონტეინერი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.9%–ით ნაკლებია.