მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში თხილის ექსპორტიდან შემოსავალი 88.5%-ით გაიზარდა

61028acd712de
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.21 16:33
1041
მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ თხილის ექსპორტიდან 35.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე რეკორდული რაოდენობის - 6 276.4 ტონა თხილი გაიყიდა, რაც გასულ წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობას 114.3%-ით, ხოლო 2019 წლის 6 თვის მონაცემებს 103.9%-ით აჭარბებს.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, თხილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასულ წლის მაჩვენებლებს 88.5%-ით, ხოლო 2019 წლის 6 თვეს - 124.3%-ით აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტირებული თხილის ნახევარი აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა და ამ მიმართულებით რეალიზებული 3 301.8 ტონა პროდუქტის ღირებულებამ 20.5 მლნ დოლარი შეადგინა.

საექსპორტო ბაზრების TOP-10 ასეთია:

1. გერმანია - 7.8 მლნ დოლარი, 1 288.5 ტონა;
2. იტალია - 4.3 მლნ დოლარი, 700.9 ტონა;
3. რუსეთი - 3 მლნ დოლარი, 558.9 ტონა;
4. სომხეთი - 2.3 მლნ დოლარი, 498.7 ტონა;
5. ბელარუსი - 2.2 მლნ დოლარი, 388.1 ტონა;
6. საუდის არაბეთი - 2.2 მლნ დოლარი, 323 ტონა;
7. ლიეტუვა - 2 მლნ დოლარი, 304 ტონა;
8. ესპანეთი - 1.7 მლნ დოლარი, 272 ტონა;
9. ჩეხეთი - 1.5 მლნ დოლარი, 246.5 ტონა;
10. საფრანგეთი - 1.4 მლნ დოლარი, 213 ტონა.