მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ყველაზე დიდი ანტივაქსერია ქვეყანაში” - ვატო სურგულაძე

60ec756ddcbe1
ანუკა ჯოხაძე
12.07.21 22:55
820
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო, თუმცა 12 ივლისის მონაცემებით, ჯამურად მხოლოდ 303 407 აცრა ჩატარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 119 379 ადამიანი.
 
ჯანდაცვის ექსპერტები უკვე საუბრობენ მოსალოდნელ მეოთხე ტალღაზე, რომელიც ვაქცინაციის დაბალი ტემპის პირობებში ბევრად უფრო რთული გადასატანი იქნება.

როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე გვიხნის, ქვეყანაში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის პრაქტიკულად არ ჩატარებულა. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები ამ მიმართულებით დღესაც არ მუშაობენ, შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინის გაკეთებაზე კვლავ თავს იკავებს.

“შესაბამისი საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა, რომელიც დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა არც ექიმებში, დიდი პრობლემაა რომ ანტივაქსერების დიდი ნაწილი სწორედ მათზე მოდის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთან მუშაობა, ახსნა, რომ ადამიანი თვითონ მიხვდეს, რომ ვაქცინაცია საჭიროა. სახელმწიფო ამ მიმართულებით ნამდვილად არაფერს არ აკეთებს და ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ყველაზე დიდი ანტივაქსერია ქვეყანაში, იმდენი ჩავარდნა და იმდენი ხარვეზი აქვს. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი პირველ რიგში ოჯახის ექიმებთან და საერთოდ სამედიცინო პერსონალთან, რომლებმაც ვაქცინაციას პროპაგანდა უნდა გაუწიონ. თბილისს კიდევ არაუშავს, გავიდეთ რეგიონებში აცრილების ძალიან დაბალი პროცენტია. სოფლიდან ქალაქში არ წავა ადამიანი ასაცრელად", - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე.