მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროულად შემოვიღოთ რუსეთთან სავიზო რეჟიმი - დეპუტატი

63e239385e388
BM.GE
07.02.23 15:50
997
„მოგიწოდებთ ყველას, რომ დროულად შემოვიღოთ რუსეთთან სავიზო რეჟიმი, ვაკონტროლოთ ჩვენს ქვეყნაში შემოსული რუსეთის მოქალაქეები და ნუ ვიზამთ ისე, რომ ხელით შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დარჩენილი 80%-ის ოკუპაციას“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პრინციპული პოზიცია და უარი უნდა თქვას რუსეთის შემოთავაზებაზე ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

„რატომღაც, ბატონ ლავროვს, მისი აფრიკის ტურნეს შემდეგ, როდესაც ვერც მოკავშირე იშოვა და ვერც ძველი რუსული იარაღი, გაახსენდა საქართველო და კეთილი სიტყვები არ დაიშურა დღევანდელი აღმასრულებელი ხელისფლების მიმართ და გამოგვიცხადა, რომ გვიწყალობებენ ფრენების აღდგენას, რასაც ძალიან ბევრი სიხარულით შეხვდა.

ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი და უარი თქვა რუსულ ჩექმაზე. დღეს ვერც ფრენების აღდგენით და ვერ სხვა სატყუარათი ქართველ ერს ვერავინ შეაცვლევინებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ არც სტუმარ-მასპინძლობა გვეშლება და ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენს ქვეყნაში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლა მოხდეს, მაშინ, როდესაც ისედაც უკონტროლოდ შემოსულია ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი რაოდენობა.

ამიტომ, დღეს ჩვენ უნდა გვქონდეს პრინციპული პოზიცია და უარი უნდა ვუთხრათ ამ შემოთავაზებაზე იმიტომ, რომ რუსის შემოთავაზებას, ამ შემთხვევაში, არანაირი ფასი არ აქვს, ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქებს ან ვინმეს ყოფა შეუმსუბუქოს, არამედ ეს არის მორიგი ფარსი და მორიგი მტრული გადაწყვეტილება საქართველოსთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.