მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ექს-პრემიერს, თანაშემწედ ცოლის დანიშვნის გამო, 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

6279565eecd75
BM.GE
09.05.22 23:00
2732
საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიიონს ცოლის თანაშემწედ დანიშვნისთვის 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას რუსული მედია France TV. 24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ფრანსუა ფიიონს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და მეუღლის პენელოპა ფიიონის ფიქციური დასაქმებისთვის, 375 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ფიოონის მეუღლეს ქმრის თანაშემწედ მუშაობისას ხელფასი ჰქონდა.

პარიზის სააპელაციო სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიიონს მიუსაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 375 000 ევრო ჯარიმა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და მისი მეუღლის პენელოპა ფიიონის ფიქციური დასაქმების საქმეზე", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 2007-დან 2012 წლამდე ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს იყო. 2016 წელს ის "რესპუბლიკურმა პარტიამ" (სარკოზი მისი დამფუძნებელია) 2017 წლის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა.

სწორედ საარჩევნო კამპანიის დროს ატყდა სკანდალი ჟურნალ Le Canard Enchaîne-ში სტატიის გამოქვეყნების გამო, რომლის მიხედვით, პენელოპა ფიიონმა 1998-დან 2007 წლამდე 500 ათასი ევრო აიღო ქმრის თანაშემწედ მუშაობისთვის და ასევე პარლამენტში მისი მოადგილის თანაშემწედ ყოფნისთვის. ასევე, მან 100 ათასი ევრო მიიღო, როგორც Revue des Deux Mondes-ის ლიტერატურულმა კონსულტანტმა. ჩანაწერის ავტორები აცხადებდნენ, რომ მათ ამ თანამდებობებზე პენელოპა ფიოონის რაიმე საქმიანობის კვალი ვერ აღმოაჩინეს და ვარაუდობდნენ, რომ იგი ფიქციურად იყო დასაქმებული.