12.ივლისი .2022 19:30

სამეგრელოში მოცვის საწარმო ამოქმედდა, ინვესტიცია ₾2,3 მილიონია

სამეგრელოში მოცვის საწარმო ამოქმედდა, ინვესტიცია ₾2,3 მილიონია
views 916
უკან

კომპანია „ბლუ ბერდ ბერიზმა“ 2,3 მლნ ლარის ინვესტიციით, სამეგრელოს რეგიონში, მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო აამოქმედა.

საწარმოში, რომელიც სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს, 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

როგორც კომპანიაში ამბობენ, „ბლუ ბერდ ბერიზის“ მოცვი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

"ბლუ ბერდ ბერიზიმ" სოფლის განვითარების სააგენტოდან 500 000 ლარის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.

ინფორმაციისთვის: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებულია 21 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 10.5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის კულტურა 1,300 ჰა-ზეა გაშენებული, სახელმწიფო თანადაფინანსება კი, 23.9 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა