მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines-ი 1 სექტემბრიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით რეისების აღდგენას გეგმავს

5f3b8e717c283
თამთა ჯიჯავაძე
18.08.20 12:13
2712
თურქეთი 1 სექტემბრიდან ავიარეისებს აღადგენს საქართველოს, კერძოდ კი ბათუმისა და თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი იტყობინება რომ სექტემბრიდან არაერთი მიმართულებით განაახლებს რეისების შესრულებას. მათ შორის საქართველოს გარდა, არის ირანის, კანადის, მადაგასკარის, ლატვიის, ესტონეთის, ვიეტნამის, საუდის არაბეთის, ალჟირის, რუსეთის, ერაყის, ინდოეთის, იორდანიის, ლიეტუვას, აბუ-დაბის, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების ქალაქებში.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მათ უკვე გაწერეს მომდევნო თვის განრიგი „ეროვნულ და საერთაშორისო ჯანდაცვის უწყებებთან ერთად საგულდაგულო მუშაობის შედეგად“.