მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines-ი COVID-პანდემიის შემდეგ პირველად დღეში დაახლოებით 1000 რეისს ასრულებს

60db1f311572b
ნათია თაქთაქიშვილი
29.06.21 21:15
696
თურქეთის წამყვანი ავიახაზები Turkish Airlines-ი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დღეში პირველად დაახლოებით 1000 ფრენას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Dailysabah-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ Turkish Airline-ის მიერ შესრულებული ფრენების სიხშირე ბოლო 15 თვის რეკორდული მაჩვენებელია.

აღნიშნულ რიცხვებთან დაკავშირებით, თურქეთის ავიახაზების აღმასრულებელი დირექტორი ილკერ აიჯი აცხადებს, რომ ავიაკომპანიამ ყველა საჭირო ზომები მიიღო, რომელიც ავიაკომპანიას უკეთესი შედეგების დადებაში დაეხმარებოდა.

„ჩვენ ყოველთვის მომავალზე ორიენტირებულები ვიყავით და კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს ველოდებით. Turkish Airlines-ი ისევ გეგმავს ფრენების სიხშირის გაზრდას მგზავრების ზრდის პარალელურად“, - განაცხადა ილკერ აიჯიმ.

ავიაკომპანიის ცნობით, ვაქცინაციის ზრდის ფონზე მგზავრთა ნაკადი ნელნელა ძველ ნიშნულს უბრუნდება.

„Turkish Airlines-ის თვითმფრინავებმა დაახლოებით 75%-იანი დატვირთულობით შეასრულა რეისები თურქეთის მიმართულებით, ხოლო თურქეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით თვითმფრინავების დატვირთულობამ 68.2% შედგინა“, - აღნიშულია კომპანიის განცხადებაში.