მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines-ი ფრენების ნაწილს ივნისიდან აღადგენს, მათ შორის საქართველოშიც

5eb29bb5f1fd8
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.20 15:21
2422
ავიკომპანია Turkish Airlines-ი ფრენების ნაწილის განახლებას ივნისიდან გეგმავს. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, ფრენების სრულად განახლებას, დაახლოებით, 4 თვეში მოახერხებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანია, რომელიც 126 ქვეყნის მიმართულებით დაფრინავდა, მომავალი თვიდან ფრენებს მხოლოდ 19 მიმართულებით განაახლებს, მათ შორის არის საქართველოც.

თურქეთი ფრენების აღდგენას, საქართველოს გარდა, გეგმავს კანადაში, ყაზახეთში, ავღანეთში, იაპონიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, დანიაში, შვედეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, ბელორუსში, ისრაელში, ქუვეითსა და ლიბანში.

წინასწარი მონაცემებით, ავიაკომპანია კვირაში 75 რეისს განახორციელებს. ივლისსა და აგვისტოში კი, როგორც ფრენების სიხშირე, ასევე, მიმართულებების რაოდენობა გაიზრდება.

Turkish Airlines-ი 99 ქვეყნის მიმართულებით ფრენების აღდგენას სექტემბრიდან გეგმავს.

ცნობისთვის: ავიაკომპანია გასულ წელს 74 მილიონ მეტ მგზავრს მოემსახურა. covid-19-ის გამო, კომპანიამ ფუნქციონირება 28 მაისამდე შეწყვიტა.

შეგახსენებთ: როდიდან გეგმავს საქართველოს მთავრობა ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ჯერჯერობით, უცნობია.