მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines-ი პილოტების ხელფასს 50%-ით ამცირებს

5f5121a10fade
თამთა ჯიჯავაძე
03.09.20 22:40
1242
Turkish Airlines-ი პანდემიის კრიზისიდან თავის დასაღწევად თანამშრომელთა ხელფასების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი წერს.

კერძოდ, როგორც მოსალოდნელია, იგეგმება ეკიპაჟის წევრებისა და აეროპორტის თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება. აღნიშნულს ითვალისწინებს კომპანიასა და უმსხვილეს პროფესიულ გაერთიანებას შორის მიღწეული შეთანხმება.

კერძოდ, Turkish Airlines-ი აპირებს პილოტებისთვის ხელფასის 50%-ით შემცირებას, ეკიპაჟის წევრებისთვის 35%-ით, ხოლო სხვა პერსონალისთვის 30%-ით. შემცირებულ ხელფასებს ავიაკომპანიის თანამშრომლები 2021 წლის ბოლომდე აიღებენ.

ამასთან, პროფკავშირებში აცხადებენ, რომ თანამშრომლების დათხოვნა არ იგეგმება.

ცნობისთვის, Turkish Airlines-მა შიდა და საერთაშორისო რეისების განხორციელება აპრილსა და მაისში შეაჩერა, ივნისიდან კი ეტაპობრივად დაიწყო აღდგენა. კრიზისის გამო, ავიაკომპანიის შემოსავალმა 2020 წლის მეორე კვარტალში $843 მილიონი შეადგინა, რაც მესამედია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.