მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines-ი საერთაშორისო ფრენებზე ბილეთებს 40%-ით აიაფებს

5ffdbaf045afc
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 19:35
2451
თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,  საერთაშორისო ფრენებზე ფასებს 40%-ით ამცირებს. ამის შესახებ Anadolu Agency-ი წერს.

Turkish Airlines-ის მიერ დაანონსებული კამპანია შეეხება ყველა ბილეთს, რომელიც შეძენილი იქნება 13-15 იანვრის პერიოდში, გარდა იმ ფრენებისა, რომლებიც კვიპროსისკენ და ჩინეთისკენ სრულდება.

გამოცემის მიხედვით, მგზავრები შეძლებენ გამგზავრების თარიღის შეცვლას თავისი სურვილისამებრ დამატებითი ხარჯების გარეშე;  რაც შეეხება ბილეთის გაუქმებას და თანხის დაბრუნებას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი კლასის ბილეთის შეძენა მოხდება აქციის ფარგლებში.