მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines-ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან სიხშირეს ზრდის

61cb1e1cbc43f
მარიამ ვარადაშვილი
28.12.21 18:40
542
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Turkish Airlines თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სიხშირეს ზრდის.

ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის 2 იანვრიდან, სტამბოლი - თბილისი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე ემატება 4 სიხშირე და რეგულარული რეისები განხორციელდება კვირაში 25 სიხშირით, ხოლო სტამბოლი - ბათუმი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე, 8 იანვრიდან დაემატება 1 სიხშირე და ფრენები შესრულდება კვირაში ხუთჯერ.

ამ განრიგით ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე [26 მარტი, 2022წ.] გეგმავს ოპერირებას.

სამოქალაქო სააგენტოს ინფორმაციითვე, Turkish Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 22 დეკემბერს მიენიჭა.