06.დეკემბერი .2022 15:17

„პატრიარქს წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის პროექტი გავაცანი" - ღარიბაშვილი

„პატრიარქს წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის პროექტი გავაცანი" - ღარიბაშვილი
views 446
უკან

დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია გააცნო და პროექტზე უწმინდესთან ერთად იმსჯელა.

„ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა