მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish Airlines-ს საქართველო პრიორიტეტულ მიმართულებებში ჰყავს შეყვანილი - ელჩი

602189068f1fa
თამთა ჯიჯავაძე
09.02.21 00:13
674
Turkish Airlines-ს საქართველო პრიორიტეტულ მიმართულებებში ჰყავს შეყვანილი, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა იყოს.

რაც შეეხება მოლოდინებს, თურქეთ-საქართველოს შორის ავიარეისების გახშირებასთან დაკავშირებით, დიპლომატმა აღნიშნა, რომ Turkish Airlines-ი მოთხოვნიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„ვიცი, რომ ისინი მზად იყვნენ ფრენების გაზრდისთვის, ჯერ კიდევ ოქტომბრისთვის. თუმცა, მაშინ ეს არ მოხდა. ისინი ალბათ მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ“, - აღნიშნა მან.

ამასთან, როგორც მან განაცხადა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიამდე დღეში შვიდი ავიარეისი მაინც სრულდებოდა ორ ქვეყანას შორის Turkish Airlines-ისა და Pegasus-ის მიერ, ახლა მხოლოდ 3-4 დღეში ერთი რეისი შეიძლება შესრულდეს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.