მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს ბაზარზე ბრუნდება

63a9ab33c6d19
BM.GE
26.12.22 18:09
703
ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ Avianews-ი ავრცელებს.

China Southern Airlines-ი ურუმჩიდან ფრენებს თბილისის მიმართულებით 2023 წლის 13 იანვრიდან კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს.

კოვიდის დაწყებამდე ავიაკომპანია პეკინსა და თბილისს შორის ფრენებს ქალაქ ურუმჩის გავლით ახორციელებდა.

2019 წელს China Southern Airlines-მა თბილისის მიმართულებით 163 რეისი შეასრულა და 38725 მგზავრს მოემსახურა.

ავიაკომპანიამ ბოლო ფრენა თბილისის მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განახორციელა.

China Southern Airlines ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.

ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines 1988 წელს დაფუძნდა.

ავიაკომპანიის სათაო ოფისი გუანჯოუში მდებარეობს, ამასთან ოთხი ჰაბი მუშაობს – გუანჯოუ, პეკინი, ურუმჩი და ჩუნცინი.