მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-ვაქცინა ქვეყანაში თებერვალ-მარტში უნდა შემოვიდეს - ეკატერინე ტიკარაძე

5fe1ad61ee698
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 12:33
1013
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 2021 წლის თებერვალ-მარტში შემოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ კოვაქს პლატფორმასთან თანამშრომლობის ფარგლებში 16 მლნ ლარი უკვე გადარიცხა.

„სექტემბერში სამინისტროს მიერ კოვაქს პლატფორმასთან გაფორმდა ორმხრივი ვალდებულების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის და ვაქცინების გლობალურ ალიანსს შორის შეთანხმებას ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაში დახმარების თაობაზე.

შეთანხმებულია მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ოდენობის მოწოდება მომდევნო წლის თებერვალ-მარტში, რისთვისაც ქვეყანამ უკვე გადარიცხა 16 მლნ ლარი და შედეგად, მივიღებთ ვაქცინის შერჩევის და დროულად მიღების უფლებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, კოვიდ-ვაქცინის დანერგვის პროცესში სათანადო კოორდინაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია უწყებათშორისი კომიტეტი, რომელიც აერთიანებს სამთავრობო სტრუქტურებს, დონორ ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

„კომიტეტი განიხილავს ვაქცინის დანერგვის ყველა ასპექტს და უზრუნველყოფს ვაქცინაციის შეუფერხებელ განხორციელებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.