მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5f13eb0abf6ba
BM.GE
19.07.20 10:38
2476
მთავრობის ვბეგვერდ stopcov.ge-ის თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ინფიცირების შემთხვევების ჯამური რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 228.