მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი ბიზნესი ნელნელა დაკეტვისთვის განწირული ხდება”- ბარი "დედაენა"

60d21d4772251
მარიამ ადამია
23.06.21 00:10
1425
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან კომენდანტის საათი იხსნება, თუმცა კაფეები, რესტორნები და ბარები მაინც ღამის 12 საათამდე იმუშავებენ. შესაბამის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ბიზნესი, რომელიც ამბობს, რომ ღამის 12 საათამდე მუშაობა, განსაკუთრებით ბარებს, შემოსავლის დიდ ნაწილს დააკარგვინებს.

როგორც ბარ "დედაენას" დამფუძნებელი დათა ლაფაური ამბობს, არსებული რეგულაციების პირობებში მუშაობა განსაკუთრებით რთული ზაფხულშია, მაშინ როცა ობიეტები ტურისტების ხარჯზე მუშაობენ.

“ამ პირობებში კაფე-ბარები თავისი პოტენციალის მხოლოდ 25-30%-ის გამოყენებას ახერხებენ. შესაბამისად, ამ პერიოდს ისე ვუყურებთ როგორც გადარჩენის რეჟიმს. მითუმეტეს ზაფხულში, როცა კაფე-ბარების უმეტესობა ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული. ვმუშაობთ ძირითადად ზაფხულში, ზამთარი ყოველთვის მოლოდინის ფაზაა. შესაბამისად, ჩვენ თუ ამ ზაფხულში ვერ მოვახერხებთ მუშაობას, მივიღებთ უფრო მძიმე შედეგს, ვიდრე შარშან. ყველან ვნახეთ, რომ ქალაქის ძველ ნაწილში უამრავი ობიექტი დაიკეტა, ამ ობიექტების ნახევარზე მეტი კი შეეწირა ამ პროცესებს. ახლა უარეს შედეგს მივიღებთ, იმიტომ რომ რეგულაციებს ემატება ტურისტების სიმცირე, გაზრდილი ინფლაცია და გაძვირებული სასმელი. ჩვენი ბიზნესი ნელნელა დაკეტვისთვის განწირული ხდება", - აცხადებს ბარ "დედაენას" დამფუძნებელი დათა ლაფაური.