მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევნილი ოჯახებისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხზე კომისიამ მუშაობა დაიწყო

620260bcea44f
ინგა მურუსიძე
08.02.22 16:22
738
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო.

ამ ეტაპზე, კომისია 500-მდე დევნილი ოჯახის განაცხადს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს.
კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შესასყიდი სახლის წარმოდგენისათვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 6-თვიანი ვადა მიეცემათ.

„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება.

2022-2024 წლებში, სააგენტო სოფლად სახლს იძულებით გადაადგილებულ 5000 ოჯახს შეუსყიდის.