მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Turkish-ის და Pegasus-ის რეისები მხოლოდ გამყვანია, შესაბამისად მგზავრებს საქართველოში არ ჩამოიყვანს

5f4015b3e9e62
შოთა ტყეშელაშვილი
21.08.20 22:02
1830
საქართველოდან თურქეთის, ასევე ბელარუსის და ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი რეისები მხოლოდ ცალმხრივი იქნება და ის მგზავრებს უკან არ ჩამოიყვანს. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა. 

უფრო კონკრეტულად კი აგვისტოს ბოლომდე და სექტემბრის განმავლობაში დაგეგმილი ფრენების განრიგი ასეთია 

სტამბოლის, თელ-ავივის, კიევის და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა / Non-scheduled commercial Flights to Istanbul, Tel Aviv, Kiev and Minsk თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში

წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

• 25 აგვისტო, ავიაკომპანია ისრეარი, თბილისი-თელ-ავივი (გაფრენა - 16:55 ჩაფრენა - 18:40);
• 27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა - 03:45 ჩაფრენა - 05:45);
• 29 აგვისტო, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა -05:30);
• 3 სექტემბერი, ავიაკომპანია Belavia, თბილისი - მინსკი (გაფრენა - 03:45 ჩაფრენა - 05:45);
• 3 სექტემბერი, ავიაკომპანია იანეარი, თბილისი - კიევი (გაფრენა - 10:00 ჩაფრენა - 12:00);
• 5 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);
• 6 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი - სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);
• 9 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45);
• 12 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);
• 13 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);
• 15 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45);
• 19 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);
• 20 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);
• 23 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45);
• 26 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:55 ჩაფრენა - 05:30);
• 27 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა - 03:50 ჩაფრენა - 05:20);
• 30 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი - კიევი (გაფრენა - 08:45 ჩაფრენა - 10:45).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.