მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო პერანიძე: ჰოსპიტალურმა სექტორმა ბოლო 10-20 წელში გარდატეხა ბევრჯერ განიცადა

60587654bba9e
ლიკა გურაბანიძე
23.03.21 09:45
718
“ჰოსპიტალურმა სექტორმა ბოლო 10-20 წლის განმავლობაში გარდატეხა ბევრჯერ განიცადა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა და ამის შემდგომ რადიკალურად შეიცვალა სურათი", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა ნინო პერანიძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც პერანიძემ აღნიშნა, სწორედ ბოლო წლებში ჯანდაცვის სფეროში ჭარბი ინფრასტრუქტურის აშენება დაიწყო და უამრავი თანხა დაიხარჯა როგორც - კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

“დღეს მშპ-ის 7%-ს ჯანდაცვაზე ვხარჯავთ და აქედან 3%-მდე სახელმწიფოს წილია, ხოლო 4% მოსახლეობის კონტრიბუციაა. სექტორში ბევრი დაინტერესებული მხარეა, ეს არის სახელმწიფო და ამ ინდუსტრიის 85% კერძო სექტორის ხელშია, ხოლო 15% სახელწმფო საავადმყოფოებია. 2014 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვამ მოტივაცია გააჩნია, რომ სექტორში ამდენი კომპანია ჩართულიყო. დღეს კი ფინანსური პრობლემებია და ჯამურად სექტორის მოგებიანობა მცირდება; 2015 წელს თუ წმინდა მოგების მარჟა 12% იყო, 2019 წელს 6%-მდე ჩამოვიდა. არიან კომპანიები, ვისაც შედარებით მეტი მოგება აქვთ თუნდაც დაბალი ხარისხის ხარჯზე, ხოლო შესაძლოა დიდი მოთამაშეები საშუალოდ იმდენ მოგებას ვერ აგენერირებენ, რადგან მათთვის ხარისხის კუთხით ბაზარზე თავის დამკვიდრებაა მნიშვნელოვანი", - აღნიშნა პერანიძემ.