მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5%-მდე შემცირდა“ - აზარაშვილი

61f12e698a4fd
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.22 15:36
943
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით დღეისთვის კოვიდ-ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5%-მდე შემცირდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობის რეკორდული ზრდისა და ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში 8 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული.

„დადებით ფაქტორად რაც შეიძლება აღინიშნოს, ის არის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ 8 000-დან დაკავებულია საშუალოდ 4 300-4 500 საწოლამდეა დაკავებული. აქ ის იგულისხმება, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დღეისთვის 20%-დან 4.5%-მდე შემცირდა. ანუ ის მოლოდინი, რაც „ომიკრონთან“ დაკავშირებით იყო, რომ ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ნამდვილად ასეა“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა პედიატრიული საწოლების რაოდენობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საწოლფონდის ამ ნაწილის გაზრდა ნერვიულობის ფაქტორით იყო განპირობებული.

„საწოლები გადანაწილებულია როგორც პედიატრიულ, ასევე მოზარდების ნაწილში. პედიატრიული საწოლების დამატება უფრო ნერვიულობის ფაქტორით იყო გამოწვეული და სულ 200 საწოლი დავამატეთ, შედეგად დღეისთვის დღეისთვის 700 პედიატრიული საწოლი, რომლის ნახევარი თავისუფალია“, - თქვა მინისტრმა.