მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არის საკითხები, რომელთაც ბრიუსელთან გავარკვევთ“ - პრემიერი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

62b021f2e570a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.22 11:31
635
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მიერ ევროსაბჭოსთვის საქართველოს შესახებ გაცემულ რეკომენდაციებსა და პირობებში არის საკითხები, რომლებიც ბრიუსელთან გარკვევას საჭიროებს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„არის საკითხები, რომელთაც ჩვენ ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, - თქვა პრემიერმა.

მან ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივისა და გაცემული რეკომენდაციებს შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. პრემიერის თქმით, საქართველო პირობების შესრულებაზე ბრიუსელთან მუშაობას მაშინვე დაიწყებს, როგორც კი ევროსაბჭო ამ რეკომენდაციებს დაამტკიცებს.

„ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციაში წერია, რომ საქართველოს ევროკავშირის სტატუსი მიენიჭება, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. ახლა, როგორც კი საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციას დაამტკიცებს ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომელთაც ჩვენ ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა პრემიერმა.