18.იანვარი .2022 11:44

დღეს ინფიცირების შემთხვევების ე.წ. ანტირეკორდი გვაქვს - გამყრელიძე

დღეს ინფიცირების შემთხვევების ე.წ. ანტირეკორდი გვაქვს - გამყრელიძე
views 738
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში "ომიკრონის" წილი მთლიან გავრცელებაში 65%-ია.

“დღეს გვაქვს ე.წ ანტირეკორდი შემთხვევების რაოდენობის, რაც არის 7 521 - ასეთი მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან ჯერ არ ყოფილა. ასევე მოგეხსენებათ, გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი, ერთადერთი დადებითი, არის ის, რომ ყველაზე მძიმე მაჩვენებელი, რაც არის სიკვდილიანობა, თანდათან იკლებს. ეს ყველაფერი განპირობებებულია იმით, რომ 50% დადებითი შემთხვევებისა არის "ომიკრონით" გამოწვეული, ხოლო თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს, იქ "ომიკრონის" წილი 65%-ია. რეგიონებში "ომიკრონის" წილი 30-35%-ის ფარგლებშია”, - აცხადებს გამყრელიძე.

დღეს, 18 იანვარს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა