მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირას რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? – IRI-ს კვლევის შედეგები

626992f7ef446
BM.GE
27.04.22 23:10
2008
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 31% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა.

მეორე და მესამე პოზიციებზე არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

• ენმ – 16%
• საქართველოსთვის – 4%
• დროა – ელენე ხოშტარია 2%
• სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
• ლეიბორისტული პარტია – 2%
• ხალხისთვის – 2%
• ლელო – 2%
• პატრიოტთა ალიანსი – 1%
• კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო – 1%
• გირჩი – მეტი თავისუფლება – 1%
• მოქალაქეები – 1%
• სხვა პარტიები – 2%
• ხმას არ მივცემდი – 4%
• ბიულეტენს გადავხაზავდი – 11%
• არ ვიცი – 12%
• უარი პასუხზე – 7%.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 % წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი კი 64%-ია.