მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს მოქმედი ბიზნესი - კატრინა ჰანსენი ინვესტორთა საბჭოზე

634ffe7b59f0e
BM.GE
19.10.22 17:39
673
ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს და გააქტიურდეს საქართველოში მოქმედი ბიზნესი, - ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, კატრინა ბიორლინ ჰანსეიმ განაცხადა.

მისივე ცნობით, საუბარი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებსაც ეხებოდა.

„ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების ძალიან გრძელი ჩამონათვალი განვიხილეთ და ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს და გააქტიურდეს საქართველოში მოქმედი ბიზნესი. საუბარი იყო როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებზე. ბრწყინვალე დისკუსია გვქონდა და მიმაჩნია, რომ დროთა განმავლობაში დიდ წინსვლას მივაღწევთ“, - განაცხადა კატრინა ბიორლინ ჰანსენმა.

ცნობისთვის: დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.