მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში პირველი wolt market გაიხსნა

61e28ce239492
მარიამ იზორია
16.01.22 00:03
2033
თბილისში ცინცაძის ქუჩაზე პირველი “Wolt market”-ი გაიხსნა. ეს არის wolt-ის სუპერმარკეტი, სადაც 1500-მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. განსხვავებით ბაზარზე არსებული სხვა მარკეტებისა wolt market-ში მომხმარებელს პროდუქტს შეძენა მხოლოდ wolt-ის მიტანის სერვისის საშუალებით შეეძლება.

როგორც wolt market საქართველოს ხელმძღვანელმა სერგი მარღანიამ bm.ge-ს განუცხადა, თბილისის შემდგომ პირველი ქალაქი, სადაც მსგავსი კონცეფციის ობიექტი გაიხსნება, ბათუმი იქნება. კომპანია კი საქართველოს მასშტაბით ჯამში 10-15-მდე wolt market-ს გახსნის.

“კომპანია wolt-ში საქართველო მეცხრე ქვეყანაა, რომელმაც ამ მიმართულებით დაიწყო ოპერირება. პანდემიამ განსაკუთრებით აჩვენა, თუ რა მოთხოვნადია ეს სექტორი, ჩვენც ამ ბიზნესში დროულად შესვლის გადაწყვეტილება მივიღეთ და კომპანიის მიზანია, რომ ბაზრაზე მოწინავეები გავხდეთ. ამ ეტაპისთვის wolt market-ში 1500-მდე პროდუქტია, თუმცა ასორტიმენტს გავზრდით და მომხარებელს ისეთ პროდუქციასაც შევთავაზებთ, რაც აქამდე საქართველოს ბაზარზე არ ყოფილა.

2022 წელი კომპანიისთვის ამ მიმართულების განვითარებას მოხმარდება. wolt market-ებს მთელი საქართველოს მასშტაბით გავხსნით. თბილისის მერე პირველი ქალაქი ბათუმი იქნება, შემდეგ ქუთაისსაც ავითვისებთ” - განმარტავს სერგი მარღანია.

აღსანიშნავია,  რომ საქართველოში კომპანია wolt-მა ახალი პროექტის wolt market-ის ფარგლებში უკვე 15 ადამიანი დაასაქმა, საბოლოოდ კი ამ მიმართულებას 200 -მდე თანამშრომელი ეყოლება.