მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა - 2021-2024 წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის მიხედვით

6030af44ddc2a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.21 10:41
4430
საქართველოს პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას უსმენენ. როგორც მან გამოსვლისას განაცხადა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა იქნება, ამის დასტურად კი თურნავამ დონორი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პროგნოზები დაასახელა.

„ეკონომიკური ვარდნის ტემპი 6.1%-ია. რა თქმა უნდა, ეს მძიმეა ისეთი ეკონომიკისთვის, რომელიც რომ არა პანდემია ემზადებოდა 5 და მეტპროცენტიანი ზრდისთვის, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონე ეს არ არის ყველაზე მძიმე მაჩვენებელი, თუნდაც ევროზონაში ნავარაუდევი -8%-იანი ვარდნით. ასევე მიუხედავდა ამ ნეგატიური შედეგებისა, პოზიტიური ნიშნებიც დაფიქსირდა, რაც გვაძლევს ძალიან მყარ იმედს, რომ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ჩვენი დონორები აფასებენ, 2021 წელი იქნება სწრაფი აღდეგნის წელი და საშუალოვადიან პერსპექტივიაში 2021-2024 წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში - 5.3%-ით და ასევე საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტ პანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს პროგნოზი რამდენიმე პოზიტიურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც პანდემიის მიუხედავად ქვეყანას ჰქონდა.

„2020 წელს საგარეო ვაჭრობა შემცირდა. ეს შეეხო როგორც იმპორტს, დაახლოებით 16%-ით, ასევე ექსპორტს - 12%-ით ვარდნას, მაგრამ კარგია ის, რომ ექსპორტის შემცირების ტემპი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმპორტის, რამაც საშუალება მოგვცა, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი სავაჭრო დეფიციტი. 1 მლრდ დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს ამ მხრივ, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს იყო. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რაც პანდემიის მიუხედავად ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებაზე.

კიდევ ერთ სასიკეთო მაჩვენებლია, რომ ადეგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 3.5%-ით არის გაზრდილი. დადებითი მაჩვენებელია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით და გვაქვს 1%-იანი ზრდა. სწორედ ამის საფუძველზე დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და სწრაფად შევიდგებით ეკონომიკის გაჯანსაღებას“, - განაცხადა თურნავამ.