„ჩვენი სამინისტრო აწარმოებს შრომითი ბაზრის შესაბამის კვლევებს, რაც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ კონკრეტული პოლიტიკის მიმართულებები და საჭიროებები შრომის ბაზრის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„განათლების რეფორმების პარალელურად, შრომის ბაზრის პოლიტიკა ფოკუსირდება შრომის ბაზრის საჭიროებებზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაზე, შრომითი შესაბამისობის სერვისების გაღრმავებაზე, პროფესიულ განათლებაზე, სასწავლო პროგრამების განვითარებასა და შრომით ძალებში ქალების უფრო აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მეტი კოორდინაცია როგორც უწყებებს შორის, ასევე დონორ ორგანიზაციებთან, რადგან რეფორმების დღის წესრიგი ძალიან მრავლისმომცველია და მოითხოვს, ვიყოთ უფრო მიზანმიმართულები და ეფექტიანები.
დონორთა ყოველწლიური კონფერენცია ცერემონიების სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ფორუმის ფარგლებში, ნათია თურნავამ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი