პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ჩვენი ამოცანაა, პროგრამას დამატებული ახალი პრიორიტეტები კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გავხადოთ მეწარმეების საჭიროებებზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან გამოთქმული ყველა სხვა მოსაზრება კონკრეტული ფაქტების გარეშე არის პროგრამის დისკრედიტირება და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.
„ძალიან აქტიური მიმოწერა გვაქვს ბატონ ლევან კობერიძესთან, ბევრ კითხვებს გვიგზავნის და დიდი მადლობა ამისთვის, ეს ჩვენ ფორმაში გვამყოფებს. თუმცა, უნდა აღიაროთ, რომ ჩვენც ვცდილობთ, საკმაოდ დეტალურად გიპასუხოთ. რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემას - გვაქვს პროგრამები, რომლებიც არის ძალიან მოთხოვნადი და გვაქვს პროგრამები, რომლებიც ჯერჯერობით არ არის ისეთი მოთხოვნადი. მიუხედავად პირადად ჩემი დიდი ძალისხმევისა - ივლისში, ორი თვის დანიშნული მინისტრი ვიყავი, როცა ყველა ბანკი შევკრიბეთ, 12 ბანკთან დავდეთ შეთანხმება, რომ მათაც ეგრძნოთ თავი უფრო ვალდებულად ამ სქემაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ზოგიერთმა ბანკმა დაიწყო კიდეც ელექტრონული პლატფორმის შემუშავება ჩვენი დახმარებით, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ძალისხმევა წლის ბოლომდე ალბათ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან პრაქტიკულად, დროს საჭიროებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს შესაძლებელი იქნება ამ უარყოფითი ტენდენციის გარდატეხა, თუ არადა, შესაძლოა სქემა სახეცვლილი და გაუმჯობესებული ფორმით შემუშავდეს.
„ვიცი, რომ თქვენ ამ სქემის დიდი გულშემატკივარი ხართ, პირადად მონაწილეობდით მის შემუშავებაში, მაგრამ თქვენი პირადი მონაწილეობის ფაქტიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბიზნესში ინტერესი გამოგვეწვია. მეტი მუშაობა გვმართებს და გპირდებით, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის