მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა - ინოვაციური სტარტაპებისთვის EU-ს მიერ დაფინანსებული ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყება

61e04fa2b0b08
BM.GE
13.01.22 20:27
674
17 იანვრიდან საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა იწყება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ოზურგეთში ახალი ტექნოპარკის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტი, რომელიც საქართველოს ოთხ რეგიონს შეეხება, მათ შორის ერთ-ერთი რეგიონი გურიაა.

„საუბარია ინოვაციურ სტარტაპებსა და ინოვაციურ იდეებზე - ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, დაწყებული მობილური აპლიკაციით, რომელიც სტუმრებს გურიის ღირსშესანიშნაობებს გააცნობს, დამთავრებული საავიაციო ტექნოლოგიებით და მანქანათმშენებლობით, რომლის მოდელირებაც შეიძლება ლაზერული მჭრელების და 3D პრინტერების მეშვეობით. ჩვენ მზად ვართ, ეს კონკურსი ჩავატაროთ, სადაც გამოვლენილი საუკეთესო სტარტაპები დაფინანსდებიან 30 000 და 100 000-ლარიანი გრანტებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, საგრანტო პროგრამისთვის ოზურგეთის ახალი ტექნოპარკის გამოყენებაც მოხდება, რათა პროგრამაში მონაწილეობა ყველა მსურველმა მიიღოს.

ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.