04.მაისი .2021 12:55

თურნავა - პანდემიის მიუხედავად, ქართულ ავიაბაზარს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ემატებიან

თურნავა - პანდემიის მიუხედავად,  ქართულ ავიაბაზარს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ემატებიან
views 136
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ქართულ ავიაბაზარს ემატებიან.

როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ავიაკომპანიები ფრენის სურვილს ძირითადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოთქვამენ, თუმცა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები თბილისისა და ბათუმის აეროპორტებშიც დაფრინავენ.

„მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მნიშვნელოვანია რასაც ვხედავთ, რომ არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები ამატებენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ავიაბაზარს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს. ვაქცინაცია, რომელიც ამ ყველაფერს დაემატება, უფრო გაამყარებს ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა