სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს კასპში, კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანაში დაესწრო. მასთან ერთად ინსპექტირება განახორციელეს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა.
მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა საწარმოო პროცესი და გაიდლაინების დაცვის ხარისხით კმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, „კასპი ცემენტის“ საწარმოში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები.
„აქ ყველგან არის წარმოდგენილი პირადი დაცვის საშუალებები, ადგილებზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ეს საწარმო საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ შემოწმებას პერიოდულად განვახორციელებთ,“ - განაცხადა მინისტრმა.
მთავრობის დადგენილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბოლო სამ დღეში 100-ზე მეტ საწარმოში ჩაატარა ინსპექტირება. ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორივე საჯარო უწყების სამუშაო ჯგუფის წევრებს გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსათვის.
„მისასალმებელია, რომ კომპანიების დიდი წილი გაეცნო ყველა გაიდლაინს და იქ არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას. მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მათ აქვს უნარი იმისა, რომ ადგილზევე გამოასწორონ ისინი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამავე დროს, მინისტრმა დაასახელა 10-ზე მეტი საწარმო, რომლებმაც საქმიანობის უფლება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებთან მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აღიდგინეს.
„მათ მიეცათ მითითება და განმარტება. დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ეს კომპანიები კვლავ მოგვმართავენ და ადგილზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული დაგვხვდება და ჩვენც შევძლებთ მათ განაცხადი დავაკმაყოფილოთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
„ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ქართული საწარმოები რაც უფრო მალე შეძლებენ, რომელიც, პირველ რიგში, პერსონალის პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს, მით უფრო მალე ამოიქოქება ჩვენი ეკონომიკა პოსტკრიზისულ პერიოდში, რომელიც, იმედია, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მალე დადგება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო