მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ანაკლიის პორტზე: მომავალი წლის დასაწყისი უკეთესი დრო იქნება ტენდერი ჩავატაროთ

5edbc8e1b966e
ელენე გოგბერაშვილი
06.06.20 20:47
1313
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის კვლავ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და რამდენიმე თვიანი წყვეტის შემდეგ კვლავ განახლდა მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მინისტრი ამბობს, რომ მომავალი წლის დასაწყისი უკეთესი დრო იქნება იმისთვის, რომ ხელახალი ტენდერი ჩატარდეს.

„იმისათვის, რომ შედგეს ხელახალი ტენდერი ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან რა თქმა უნდა 2-3 თვიანი წყვეტა იყო, თუნდაც იმის გამო, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ ოფისებს ჰქონდათ საგანგებო რეჟიმი მუშაობის და კონტაქტი შენელდა, მაგრამ არ შეფერხებულა ბოლომდე. ჩვენ განვაახლეთ ახლა ეს პროცესი და ვმუშაობთ მათთან, რომ მათი დახმარებით, კონსულტირებით მოხდეს გადახალისება სატენდერო დოკუმენტაციის, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისი უკეთესი დრო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს ტენდერი ჩავატაროთ. ეს არის ჩვენი მოლოდინი, ჩვენ ამას ვეკიდებით ძალიან სერიზულად, ეს არის არა ფორმალური, არამედ რეალური პროცესი. მჯერა ისე იცვლება მსოფლიო, ისეთი გადალაგება, დივერსიფიკაცია ხდება, ახალი მიწოდების ჯაჭვის დალაგება ხდება და საქართველო პოზიციონირებს როგორც მომზიდველი პლატფორმა, რა თქმა უნდა ეკონომიკური მიმზიდველობა გაიზრდება მათ შორის შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურული პროეტქების, მათ შორის ანაკლია. დადებითი მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალ წელს თუ ჩავატარეთ ტენდერი, ეს იქნება შედეგიანი“-განაცხადა თურნავამ იმედის ეთერში.