ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Ryanair-ი წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს.
„Ryanair-თან გვაქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთვის საინტერესო იქნება საქართველოში ფრენა. რა თქმა უნდა, გლობალური საავიაციო ინდუსტრია სერიოზულად დაზარალდა. Ryanair-საც აქვს თავისი სირთულეები, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიას“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ როგორც პანდემიამდე უყურებდა Ryanair-ი იმედიანად საქართველოს ბაზარს, ასევე იმედიანად გააგრძელებს კვლავაც.
რაც შეიძლება Wizzair-ს, თურნავას განცხადებით, ეს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია უკვე აპრილიდან დაიწყებს ფრენებს:
„თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით, რა სიხშირით აღადგინოს ფრენები. მაგალითად Wizzair-ი მზადაა აპრილიდან დაიწყოს ფრენები. სწორედ ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რემონტიც ბოლო ეტაპზე გვექნება“.
ამასთან, მინისტრის თქმით, მათ აქვთ მოლაპარაკება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან, მაგრამ ის მოლაპარაკების დასრულებამდე ამ ავიაკომპანიის დასახელებისგან თავს შეიკავებს.
ცნობისთვის, BMG-ის ავიაკომპანია Ryanair-მა დღეს განუცხადა, რომ 2021 ის საქართველოში ფრენებს არ აღადგენს. კომპანიის განმარტებით, ფრენები კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე არ აღდგება.
“კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში ფრენებს არ განახორციელებს. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, ჩვენი ქსელში არსებულ აეროპორტებთან, რათა ხელი შევუწყოთ საავიაციო ნაკადების აღდგენას, თუმცა ამასთანავე ჩვენი კომპანია თანდათანობით აგრძელებს გამოსვლას იმ რთული ვითარებიდან, რაც COVID-19-ს უკავშირდებოდა,”- ნათქვამია ავიაკომპანიის პრესსამსახურის პასუხში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა ჯერჯერობით საავიაციო ნაკადი კვლავ საკმაოდ დაბალია.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი