მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა არ გამორიცხავს, მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერი ახალი ინიციატივები წარადგინოს

5f2d6d1dc42bc
ინგა მურუსიძე
07.08.20 19:21
857
„დაანონსებული სოციალური პაკეტი არ მოიცავს ბოლომდე ბიზნესის დახმარებას, ეს ცალკე პაკეტია და ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესის დახმარების ახალი ინიციატივებით წარსდგეს მთავრობაში.

„რაც შეეხება ბიზნესს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, მუდმივად განიცდის მოდიფიკაციას პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინიციატივებით წარვდგეთ მთავრობაში, თუ როგორ დავეხმაროთ ბიზნესს. ჩვენი ცხოვრება არ იყოფა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. თუ დღეს დასჭირდა დახმარება ბიზნესს, რა თქმა უნდა დავეხმარებით და ვერ ვეტყვით, ახლა დაგვაცადეთ, ვიღაცამ არ დაგვაბრალოს, რომ ძალიან ახლოს მივედით არჩევნებთან-თქო. სექტემბერში არ სჭირდება ბიზნესს დახმარება ან ოქტომბერში? ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ბიზნესთან, ვიცით პრობლემები და აუცილებლად დავეხმარებით მათ“, - განაცხადა თურნავამ.