მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ავიაკომპანიების სუბსიდირების მექანიზმს განმარტავს

5e721455af527
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 16:05
744

ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ის მექანიზმი განმარტა, რომლითაც სახელმწიფო დღეს ეროვნული ავიაკომპანიის სუბსიდირებას ახდენს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ავიაბილეთებზე ღირებულებამ დაიკლო.

„სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა მიდის ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცენდენტო ზომებზე, განსაკუთრებით იმ ბიზნესების, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ტურიზმი და ჩვენ დავეხმარეთ 1 მლრდ-იანი პაკეტით. ასევე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქართული ავიაცია და ზოგადად გლობალური ავიაცია.

ჩვენ აბსოლუტურად შეთანხმებულები და ერთიანები ვართ იმ საკითხებში, რომ იქ, სადაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას, გართულებული კომუნიკაციების პერიოდში, ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას, იქნება ეს სუბსიდია თუ სხვა რაიმე სახის დახმარება, ამისთვის გავწევთ.

ეს არის სუბსიდია და ფინანსური დახმარება არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის, თუმცა არც ამას მოვერიდებით დღესდღეობით, არამედ ჩვენი მოქალაქეების დროულად ჩამოყვანის თვალსაზრისით.

მე მინდა განვმარტო მექანიზმი - აქ საუბარია არა უფასო რეისებზე, აქ საუბარია კომერციულ რეისებზე, უბრალოდ იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა და ისინი გამოაკლდენენ ამ კომპანიების პოტენციურ მგზავრებს და მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება საკმარისი, რომ ხომალდის გაგზავნა იყოს კომერციულად მდგრადი, ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი.

ასევე ჩვენ შევთანხმდით, რომ ბილეთების ფასი, რომელიც ამ ბოლო დროს გარკვეულ კრიტიკას იწვევდა, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი იყო, ასეთი თანამონაწილეობის შედეგად სერიოზულად დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

რა მოცულობის თანხით აფინანსებს მთავრობა ავიაკომპანიებს, დღევანდელ ბრიფინგზე ამის შესახებ ნათია თურნავას არაფერი უთქვამს.